ალასანია სამეგრელოში სამალავების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის გამოძიების დეტალებში ვერ შევა:
“ის, რისი შეფასებაც შემიძლია არის, რომ საქართველოში მასობრივი სადიზმის ინსტიუტები იქმნებოდა. ჩემი აზრით, აუცილებელია სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ის ინსტიტუტები, რომლებიც ბოლო წლებში შეიქმნა. ვფიქრობ, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები, რათა მომავალში საზოგადოებამ ასეთი ფაქტები აღარ დაუშვას და არ მოხდეს ქვეყანაში მასობრივი ტერორიზმისა და სადიზმის კერების შექმნა”, – განაცხადა ალასანიამ დღეს, 20 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
