ახალი ამბები

ირაკლი ალასანია შეერთებულ შტატებში გაემგზავრება

20 ივნისი, 2013 •
ირაკლი ალასანია შეერთებულ შტატებში გაემგზავრება

“ბრიუსელში ნატოს აისაფის მისიაში მონაწილე ქვეყნების მინისტრების სხდომაზე აშშ–ის თავდაცვის მდივანს შევხვდი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ეს შეეხება არა მხოლოდ ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ავღანეთში, არამედ კონკრეტულად საქართველო–აშშ–ის სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის ქართული არმიის გაძლიერებას. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეეძლოს თავისი სუვერენიტეტის დაცვა. ეს ყველაფერი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ჯდება,”–განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

საქართევლოს თავდაცვის მინისტრი აზუსტებს, რომ  აშშ–თან თანამშრომლობა გულისხმოხბს იმას, რომ  საქართველომ შექმნას ყველა პირობა, რათა ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობა მაღალ დონეზე იყოს. ალასანიას განცხადებით, აშშ–ში ვიზიტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, ამ შეხვერდაზე აუცილებლად შეეხება აშშ–ის კონგრესში მიმდინარე პროცესებს.

 

აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით: “უნდა ველოდოთ, რომ ამ შეხვედრის დროს განიხილება მთელი რიგი ორმხრივი თემები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს. შეიძლება საუბარი იყოს აღჭურვილობის, თანამშრომლობის ზრდის, აისაფში მონაწილეობის და ნატოსთან უფრო მეტი თავსებადობის საკითხები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუშაობს საკუთარი სისტემის და ადამიანური რესურსების მოდერნიზებაზე, არ იშურებს ძალისხმევას ამ მხრივ და ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი