ახალი ამბები

თბილისის ცირკი იყიდება

28 ოქტომბერი, 2017 • 3730
თბილისის ცირკი იყიდება

გმირთა მოედანზე მდებარე თბილისის ცირკის შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი იყიდება.

თბილისის ცირკი გასაყიდად Coliers International Tbilisi-მა გაიტანა. კომპანიის ვებგვერდეზე ვკითხულობთ, რომ მიწის საერთო ფართი 21 014 მ2-ია, ხოლო 5-სართულიანი შენობის სრული ფართი – 4 750 მ2.

Coliers International Tbilisi-ს საიტზე ვკითხულობთ, რომ შენობა შერეული ფუნქციით (ოფისები, სასტუმრო, ღონისძიებების ცენტრი) შეიძლება დაიტვირთოს.

შენობა 1939 წელს საბჭოთა არქიტექტორმა ნიკოლაი ნეპრინცევმა ააგო. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

თბილისის ცირკის მფლობელია სააქციო საზოგადოება თბილისის ცირკი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი