ახალი ამბები

აფხაზეთში ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის 70 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

19 ივნისი, 2013 • 1244
აფხაზეთში ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის 70 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

ამ მონაცემებისა და, ზოგადად, აფხაზეთის ეპარქიის საკითხებზე სასაუბროდ დღეს, 18 ივნისს სოხუმში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოება, სასულიერი პირები, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთში რუსეთის ელჩი ესწრებოდნენ. 

 

მრგვალი მაგიდის დროს მხარეთა მიერ ითქვა, რომ მაღალი მისიის შესასრულებლად აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობა სჭირდება, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები კი, შეხვედრის ზოგიერთი მონაწილეთა თქმით, 1992-1993 წლებში ომის დროს  აფხაზეთის წინააღმდეგ იყვნენ ჩამბული, ქართულ არმიასთან ერთად გარბოდნენ და ბედის ანაბარა მიატოვეს წმინდა ადგილები. 

 

დღევანდელ შეხვედრაზევე მონაწილეებმა 23- კაციანი საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩიეს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე და აფხაზების შეკრების ორგანიზებაზე იმუშავებს. კომიტეტში რაიონების წარმომადგენლები და სასულიერო პირები შევიდნენ. 

 

აფხაზეთის ეპარქიის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ რუსეთის ყოფილი პატრიარქი, ალექსეი მეორეც იყო ჩართული, რომელიც საქართველოს საპატრიაქროსგან აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის ეკლესიისთვის დროებით გადაცემას ითხოვდა, თუმცა მაშინ საქართველოს საპატრიარქომ ამაზე უარი განაცხადა.

 

 

შეხვედრა ეკლესიის საკითხებზე აფხაზეთში
შეხვედრა ეკლესიის საკითხებზე აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი