ახალი ამბები

საჩივარი საოლქო კომისიაში დამკვირვებლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების გამო

26 ოქტომბერი, 2017 • 1708
საჩივარი საოლქო კომისიაში დამკვირვებლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების გამო

ერთ-ერთ საუბნო კომისიაში დამკვირვებლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ საუბნო კომისიაში სექსუალური შევიწროება ერთ-ერთი პარტიის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა განახორციელა.

“როდესაც ადამიანს აქვს განცდა სექსუალური შევიწროებისა კონკრეტული პირების მხრიდან, ბუნებრივია, დაუშვებელია. ერთი მხრივ, ადამიანის ღირსება ილახება, იგი ამ პროცესში წარმოდგენილია, როგორც სექსუალური ობიექტი და ეს ხელს უშლის პირის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებას იმიტომ, რომ სხვა საკითხებისკენ და უსაფრთხოების ზრუნვაზე გადააქვს აქცენტი”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ეს შემთხვევა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას მოახდენს, თუ ადეკვატური რეაგირება არ იქნება. ბენიძის თქმით, კომისიამ  გენდერულ სენსიტიურობასაც უნდა მიაქციოს ყურადღება კომისიების დაკომპლექტებისას და მათთვის ტრეინინგების ჩატარების დროს.

“თავისთავად, არაორდინარული და არასტანდარტული საჩივარია, რადგან, როგორც წესი, საარჩევნო კანონმდებლობის და პროცედურების დარღვევებზე შეგვაქვს საჩივრები, გაყალბების მცდელობაზე”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

ბენიძის თქმით, ისინი საჩივარში უთითებენ საარჩევნო კოდექსის ნორმებს, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრებს მოეთხოვებათ პროფესიული ეთიკა,

მასალების გადაბეჭდვის წესი