ახალი ამბები

მეჭიაურის გარდა 1 ხმით “ოცნება” სხვა კანდიდატმაც დაამარცხა

26 ოქტომბერი, 2017 • 4698
მეჭიაურის გარდა 1 ხმით “ოცნება” სხვა კანდიდატმაც დაამარცხა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით 1 ხმით გამარჯვების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

საქმე ეხება მესტიაში საკრებულოს არჩევნების #2 მაჟორიტარულ ოლქს, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლერი კვიციანმა თავისი ერთადერთი კონკურენტი ქართული ოცნებიდან თინათინ კუზანაშვილი ზუსტად ერთი ხმით დაამარცხა.

კუზანაშვილმა 212 ხმა მიიღო, ხოლო ლერი კვიციანმა -213.

მესტიის მაჟორიტარული #2 ოლქი სულ 4 საარჩევნო უბნისაგან შედგება, მათგან ორში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გაიმარჯვა, ორში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა ლერი კვიციანმა დიდი უპრატესობით მოიგო მე-5 უბანი (72%) და გამარჯვება მოიპოვა.


მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.

საოლქოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მეჭიაურმა არჩევნები 1 ხმით მოიიგო და მერი გახდა, რადგან არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და მეორე ტური საჭირო აღარ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი