ანონსი – 26 ოქტომბერი

გთავაზობთ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 თბილისის მედიცინის ფორუმის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრება.
მისამართი: წერეთლის გამზ. #118, თბილისი (საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ XI პავილიონი)
საკონტაქტო პირები: თინა ლაღიძე – 595 25 29 73; ტატა გამყრელიძე  – 595 23 88 42;

12:00 ონის იუსტიციის სახლსა და ბაზალეთის საზოგადოებრივ ცენტრში იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანიის “იმოქმედე!” ფარგლებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ უფასო ტრენინგები ჩატარდება.

13:00 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელ კლაუდია შტეინთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით არსებულ მონაცემებს წარადგენს.
მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „Courtyard Marriot“
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009

13:00 „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

13:30 “არქიტექტორთა კავშირის” თავმჯდომარე დავით აბულაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქალაქის მთავარი გამოწვევები არქიტექტურისა და სამშენებლო ნებართვების ქაოტურად გაცემის კუთხით და რა ეტაპზეა „სამშენმებლო კოდექსი“.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

14:00 საათზე თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალურ წარმომადგენელს, სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვდება.
მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია,” ვარდების მოედანი #1

15:00 ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ ჩატარებული
კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების, მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესწავლას შეეხება.

17:00 Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტარტს აიღებს პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი.
მისამართი: თამარ მეფის ქ. #59, ქუთაისი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ებანოიძე – 577425611

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან