კომიტეტის სხდომას გიორგი გაბედავა და ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძე ესწრებოდნენ.
გაბედავას თქმით, პეტიცია პროვოკაციულია:
“პეტიციაში ჩემი გვარიც იყო ჩადებული, იყო ლორთქიფანიძე დიმიტრის, თუ არ ვხდები, ჯონდი ბაღათურიას გვარი, რატი მაისურაძის, ჩემი მეგობრის, რომლებიც არ ვეთანხმებით ამ პეტიციას, იმიტომ რომ ეს პეტიცია პირდაპირ პროვოკაციულია, არანაირი თეოკრატიის საფრთხე არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თითქოს თეოკრატიის წინააღმდეგ არის ეს პეტიცია მიმართული და რაღაც ძალადობა. რამ გამოიწვია ძალადობა, ისიც უნდა დადგინდეს. მე ყველანაირ ძალადობას ვგმობ და მე პირადად აქციის ყველა მონაწილეს მოვუწოდებდი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და უზნეობისთვის ზნეობით გვეპასუხა. პირადად მე უზნეობას ზნეობით ვპასუხობ და არა უზნეობით. “
მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი დაბალანსებულია:
დაბალანსებული დოკუმენტია, დადებითად ვაფასებ. რაღაც ცვლილებები შევიდა და ჩაამატებენ სავარაუდოდ, როგორც ვიცი.”
ნანა კაკაბაძე ხელმოწერების საქმის გამოძიებას მოითხოვს:
“აქ ითქვა და არა მარტო ამათი მხრიდან გამიგონია, ვინც თქვა, რომ წარმოდგენილ პეტიციაში ჩვენი ხელმოწერები არის გაყალბებული. იქ არის ხელმოწერები, რომლის ხელმოწერაღაც არ აღიარებენ მოქალაქეები. მათ შორის არის ჯონდი ბაღათურია და სხვები. ეს არის გაყალბება და კანონდარღვევა, ეს უნდა იქნას გამოძიებით დადგენილი, მართლაც მართალია თუ არა ეს ადამიანები, რასაც ამბობენ, თუ არა. “
ეკა ბესელის თქმით, ხელმოწერების ავთენტურობის საკითხი გადამოწმდება:
“რამდენიმე აქ მყოფმა პირმა განაცხადა, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ, რასაც ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ და აპარატს ეს დაევალა.”
რაც შეეხება რეზოლუციაში შესატან შესაძლო ცვლილებას, რომლის თანახმად მასში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოში გლოვის დღეები იყო, ბესელია აცხადებს:
“ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ გამოცხადებული იყო წინა დღეს, გლოვის დღე და ითქვა, რომ გლოვის დღეები რახან არ იყო დ-ერთასრულებული, კერძო დაკრძალვის ცერემონია, ქვეყანაში სხვა ემოციური ფონი და განწყობა იყო. ამან გააჩინა მოსაზრება, რომ მერიას მიეცა მითითება, რომ სხვა ადგილას ჩატარებულიყო აქცია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს, ოღონდ ჯერ არ ვიცი რა ფორმულირებით, შევთავაზოთ კომიტეტს, რომ ერთ-ერთი ფაქტობრივი მოცემულობა დასკვნაში აისახოს. თუ კომიტეტი ამას გაიზიარებს დარჩება, თუ არა და არ დარჩება.”
“ნეტგაზეთის” კითხვაზე იზიარებს, თუ არა პატრიარქის მ განცხადებას, რომელშიც ის თბილისის მერიას მოუწოდებდა, რომ გლოვის დღეებიდან გამომდინარე აქციის ჩატარების ნებართვა გაეუქმებინა, ბესელია პასუხობს:
“სხვათაშორის პრეზიდენტმაც თქვა ეს. მე პატრიარქის განცხადებას ვიზიარებ.”