ახალი ამბები

საქართველოს ელჩი აშშ–ში: კონგრესმენენი ტერნერი ცალმხრივ ინფორმაციულ ზემოქმედებას დაექვემდებარა

15 ივნისი, 2013 • • 1946
საქართველოს ელჩი აშშ–ში: კონგრესმენენი ტერნერი ცალმხრივ ინფორმაციულ ზემოქმედებას დაექვემდებარა

“ამ საკითხებით მანიპულირება ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის, გამომდინარე მთელი იმ გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე დგას. კონგრესმენი ტერნერი ერთი კვირის წინ  მხარს უჭერდა საქართველოსთვის ძალიან ძლიერ მხარდამჭერ დებულებას, რომელიც თავდაცვის სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობდა.  ერთი კვირის თავზე იგი რადიკალურად იცვლის თავის პოზიციას და ამ ჩანაწერის ინიცირებას ახდენს, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი დაექვემდებარა  ცალმხრივ ინფორმაციულ ზემოქმედებას სავარაუდოდ საქართველოდან. ამ ჩანაწერის სულისკვეთებიდან გამომდინარე შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნა, ვინ შეიძლება ეს ყოფილიყო. მე არ ვგულისხმობ ერთიან პოლიტიკურ ძალას, შეიძლება გარკვეული ჯგუფები იყოს, ვისაც მიაჩნია, რომ ასეთი ჩანაწერი ამ  ეტაპზე კარგია, ვიღაცა ხარობს, ვიღაცა ნიშნისმოგებით საუბრობს, მაგრამ არ ესმის, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს”– განაცხადა არჩილ გეგეშიძემ. 

 

შეგახსენებთთ, რომ აშშ-ის კონგრესის თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ შესაძლოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთბებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

კონგრესის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ღონისძიებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სურვილს გააგრძელოს დემოკრატიისკენ სწრაფვა:

 

“ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დემოკრატიისკენ სწრაფვა  გულისხმობს ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას.

მასალების გადაბეჭდვის წესი