ახალი ამბები

უსუფაშვილი ქვეყნებს მოუწოდებს, ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებზე დამკვირვებლები გამოგზავნონ

15 ივნისი, 2013 • • 953
უსუფაშვილი ქვეყნებს მოუწოდებს, ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებზე დამკვირვებლები გამოგზავნონ

“ისეთი პირის დაკავება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მინისტრი, შემდეგ პრეიერ– მინისტრი, იწვევს დიდ ინტერესს. ეს ასე ხოლმე, როცა ჩვენამდე აღწევს ასეთი ცნობები ამა თუ იმ ქვეყანაში ამ რანგის თანამდებობის პირების დაკავების თაობაზე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ინტერესი ჩვენი მეგობარი სხელმწიფოების მხრიდან.  სრულიად ბუნებრივია მათი პოზიცია, რომ საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები და ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციებს. ამიტომ რეკომენდაციებისთვის ყველას მადლობას ვუხდით.  მივმართავთ ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ, უშუალოდ ყველა პროცესზე დამკვირვებელი, სასამართლო პროცესებზე და პირველწყაროდან ჰქონეთ ინფორმაცია.”– განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთთ, რომ აშშ-ის კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ შესაძლოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთბებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

კონგრესის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ღონისძიებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სურვილს გააგრძელოს დემოკრატიისკენ სწრაფვა:

 

“ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დემოკრატიისკენ სწრაფვა  გულისხმობს ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი