ახალი ამბები

წულუკიანი კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლოა

15 ივნისი, 2013 • • 1077
წულუკიანი კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლოა

“კონგრესის ეს განცხადება და ეჭვი, რომელიც ამ განცხადებაშია გამოთქმული, ეს ეჭვი უსაფუძვლოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართელოში ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ სამართლებრივი კულტურა,  რომლის პირობებშიც არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში  ყოფნა სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არ არის”– განაცხდა წულუკიანმა. 

 

შეგახსენებთთ, რომ აშშ-ის კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ შესაძლოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთბებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

კონგრესის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ღონისძიებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სურვილს გააგრძელოს დემოკრატიისკენ სწრაფვა:

 

“ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს. მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დემოკრატიისკენ სწრაფვა  გულისხმობს ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას

მასალების გადაბეჭდვის წესი