ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

14 ივნისი, 2013 • 1148
აშშ-ის კონგრესი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

კონგრესის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ღონისძიებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის სურვილს გააგრძელოს დემოკრატიისკენ სწრაფვა:

“საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესები არსებობს, საქართველომ ეს არაერთხელ დაამტკიცა, მათ შორის იმ წვლილით, რომელიც მას შეაქვს ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით და ასევე, ერაყში საერთაშორისო ძალებთან ერთად ყოფნით.

 

ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა და 2012 წლის ოქტომბერში სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით.

 

თუმცა ის ზომები, რაც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, როგორც ჩანს, პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წარმომადგენელი დააკავეს.

 

მსგავსი ქმედებები განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიმართაც.

 

ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც წინაა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დემოკრატიისკენ სწრაფვა  გულისხმობს ძირითადი უფლებების, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას

“ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება და მზადაა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, რათა დაამყარონ თავისუფლება და დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში.

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით საიმედო ურთიერთობების  დამყარებაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებშ საქართველოს ინტეგრაციის კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ ღირებულებებს, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ცალსახაა.

 

განცხადებაშო კონგრესი ეხმიანება ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტსაც. კონგრესი ამერიკელი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას აცხადებს 2013 წლის 6 ივნისსა და 2013 წლის 13 ივნისს ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი