ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 წევრი აირჩია

14 ივნისი, 2013 • • 927
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 წევრი აირჩია

რაც შეეხება სადისციპლინო კოლეგიის წევრებს, დეპუტეტებმა ორი ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგან წარდგენილ კანდიდატებმა – ქეთევან ბექაურმა 63 ხმა ნინო ნიშნიანიძემ 48 ხმა, ხოლო მერაბ ჩიქოვანმა 28 ხმა დააგროვეს.კანდიდატებს კოლეგიის წევრად არჩევისთვის მინიმუმ 76 ხმა ჭირდებოდათ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დაწყებამდე  საპარლამენტო უმცირესობამ დარბაზი დატოვა. დარბაზის დატოვებამდე,  გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბჭოში ორი წევრის არჩევის მიზნით უმრავლესობისთვის   შესთავაზებულ კონსულტაციაზე  უარი მიიღეს, რის გამოც, კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პარლამენტმა კენჭი იმ 12 კანდიდატს უყარა, რომელიც მეორე ტურში  ხმათა უმრავლესობით გადავიდნენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს 6 წევრი უნდა დაამტკიცებინათ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ  ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდება, უმრავლესობამ   საუკეთესო შედეგის მქონე მხოლოდ ოთხი წევრის არჩევას შეძლო. დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი