ახალი ამბები

საარჩევნო კონვერტში მოქალაქის პირადობის მოწმობა იპოვეს

21 ოქტომბერი, 2017 • 3816
საარჩევნო კონვერტში მოქალაქის პირადობის მოწმობა იპოვეს

თბილისში,  დიდუბის საარჩევნო ოლქის  მე-14 საარჩევნო უბანზე ბიულეტენთან ერთად  კონვერტში მოქალაქის პირადობის მოწმობაც იპოვეს.

საარჩევნო კონვერტში მოქალაქის პირადობა იპოვეს. 21 ოქტომბერი, 2017. თბილისი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი საარჩევნო კონვერტში მოქალაქის პირადობა იპოვეს. 21 ოქტომბერი, 2017. თბილისი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს თბილისის კიდევ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქემ საარჩევნო ყუთში კონვერტთან ერთად პირადობის მოწმობაც ჩააგდო.

საარჩევნო უბნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20.00 საათზე დაიხურა და ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ცესკო 22 ოქტომბერს, ღამის 02.00 საათიდან დაიწყებს. რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების შედეგით კი თბილისის მერის არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი