ახალი ამბები

ნინო გვენეტაძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

20 ოქტომბერი, 2017 • 1811
ნინო გვენეტაძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩატარდება, რომელზეც 38 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას უყრიან კენჭს. სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 3-საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო.

სხდომის დაწყებისას კენჭი უყარეს სხდომის გადადების საკითხსაც, თუმცა მხოლოდ 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი სხდომის გადადებას.

სხდომის თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. გვენეტაძის თქმით, ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს და მისი პასუხისმგებლობის განცდის გამო არ იღებს მონაწილეობას პროცესში.

სხდომის დაწყებამდე არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მას არაეთიკურად მიმართავდნენ. ასევე, გაუჩნდა ეჭვი, რომ წევრებმა იცოდნენ მის მიერ გაკეთებული შეფასების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი