ახალი ამბები

საკითხის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ კანდიდატის სტატუსის გამო – წულუკიანი მარნეულის ინციდენტზე

20 ოქტომბერი, 2017 • 1418
საკითხის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ კანდიდატის სტატუსის გამო – წულუკიანი მარნეულის ინციდენტზე

“ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბრი, რადგან გამოძიება მიმდინარეობს”, – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

” ამ საკითხის პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი ჰქონდა და აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებთან და პოლიტიკასთან ამ თემის ყოველგვარი დაკავშირბეის გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“კონკრეტულად ამ ინციდენტზე, თუ რა მოხდა, რა თქმა უნდა, ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ინიცდენტი, რაც კი საქართველოში ხდება წინასაარჩევნოდ, დაწყებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან, და სწორედ მარნეულში გახსოვთ თქვენ  ქვების სროლა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს და მათი ხელწერაა ნებისმიერი შემთხვევა, გაიხსენეთ კორცხელი, მარნეული, უკრაინაში რაც ხდება. ერთი მხარე ყოველთვის არის ნაციონალური მოძრაობა ან მათი ერთ-ერთი ფრთა”, – განაცხადა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ზაზა ხუციშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი.

მათ შორისაა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში  ჯეიხუნ ჩოიდაროვი.როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.მარნეულში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი