ახალი ამბები

სტამბოლში, ტაქსიმის მოედნის წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

12 ივნისი, 2013 • 1320
სტამბოლში, ტაქსიმის მოედნის წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

როგორც სტამბოლის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი მუთლუმ BBC–ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, მოენდის წმენდის ოპერაცია დღედაღამე გაგრძელდება:

 

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დღისით და ღამით, რათა მარგინალებმა ტერიტორია დატოვონ და მოედანი ხალხისთვის კვლავ გაიხსნას. ხალხის, ტელეკამერების და სოციალური ქსელების წინაშე ჩვენ ფრთხილად და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ ”, – განაცხადა მან.

 

მოედანზე ღამით ბულდოზერები შევიდნენ და ტერიტორიის ნაწილი კუსტარულად დამზადებული თავშესაფრებისგან, ბარიკადებისა და ტრანსპარანტებისგან გაწმინდეს.

 

ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციები მე–13 დღეა მიმდინარეობს. აქციები მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ნაცვლად სავაჭრო ცენტრის აშენებას, თუმცა მოგვიანებით დემონსტრაციების მოთხოვნას პრემიერ ერდოღანის გადადგომა დაემატა.

Taksim square/photo: globalews.ca
Taksim square/photo: globalews.ca

მასალების გადაბეჭდვის წესი