ახალი ამბები

ანონსი – 18 ოქტომბერი

18 ოქტომბერი, 2017 • 2224
ანონსი – 18 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 18 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზატორობით და ტექნოპარკის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი გახსნიან. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N1, ტექნოპარკი.


10:00 საათზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ადგილი: თბილისის საქალაქო სასამართლო. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.


10:00 საათზე, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო; თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.


10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საინფორმაციო კამპანია „თანასწორობა ჩვენ გარშემო“ საანონსო პრესკონფერენციას. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებსაქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზირი N13.


10:30 საათზე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს მასშტაბით 109 სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.


11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კვლევის „გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და სასჯელის თანაზომიერება“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: შავთელის N17.


11:00 საათზე, „კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო კურსის“ თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტები დაესწრებიან. მისამართი: ჭოველიძის ქ. N10. საკონტაქტო პირი: გვანცა ფიფია – 591949192.


11:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისში ზუგდიდის მერობის კანდიიდატის ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: მერობის კანდიდატი გაასაჯაროვებს 17 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობას. საკონტაქტო პირი: ანა გულუა – 599265676. მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის N84.


11:00 საათზე, ნანა კაკაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რის გამო დაიბარეს პროკურატურაში და პასუხები პატიმრების შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.


11:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ისრაელიდან ჩამოსული პროფესორები ოპერაციებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ. მისამართი: ლუბლიანას ქ. N.21, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.


11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ის პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.


11:30 საათზე, “ლოლიტაში”, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI) ) ერთად, “სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა” პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ჭოველიძის ქუჩა N7.


12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კიმ ინ ჰვანთან. ადგილი: თბილისის პარლამენტი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.


12:00 საათზე, შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე „შენების მოძრაობის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. მისამართი: მიცკევიჩის ქ. N18.


12:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“ გაიხსნება.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. N52, III სართული, სხდომათა დარბაზი.


12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნების შუალედურ ანგარიშს წარუდგენს. მისამართი: დავით აღმაშენებლის მე-13 კმ., ცენტრალური საარჩევნო კომისია.


13:00 საათზე, „შენების მოძრაობის“ ლიდერები გორის მოსახლეობას შეხვდებიან. მისამართი: გორი, ჭავჭავაძის გამზ. N45, კინოთეატრი „გამარჯვება“. საკონტაქტო პირი: ეკო კვანტალიანი – 595523034.


13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ადვოკატი, იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი დავით ასათიანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ჩინეთში წარმატებით დასრულებული სასამართლო პროცესი, რომელიც ამ უმსხვილეს ბაზარზე არამარტო ქართული ღვინის, არამედ მთლიანად ქართული პროდუქციის შეუფერხებელ რეალიზაციას შუწყობს ხელს.


14:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს ახალ ანგარიშს – „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. “ზონალური საბჭო”) საბჭოში “. პრეზენტაცია გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თბილისის ოფისში. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი N61.


14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).


14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდება. მისამართი: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


14:00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მართვის პოლიტიკას წარადგენს. მისამართი: წერეთლის გამზ. N118, ექსპო ჯორჯიას N11 პავილიონი.


14:00 საათზე, სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტში“ ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: ,,მედიაცია გერმანიასა და საქართველოში“.


14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. ადგილი: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).


15:00 საათზე, “ერთობა ახალი საქართველო” შემაჯამებელ ყრილობას გამართავს. ადგილი: ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლის დარბაზი. საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე – 551662525.


16:00 საათზე, „სილიკონ ველი თბილისის“ სამუშაო სივრცეში „პალიტრა მედიის“ ორგანიზებით, ვორქშოპი გაიმართება. თემა: „ინოვაციური ხერხები ციფრულ მარკეტინგში“.


17:00 საათზე , “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად გიორგაძე მოსახლეობასთან მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ადგილი: ჩუღურეთის რაიონი, ლონდონის სკვერი. საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.


17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა „მე მსურს“ გაიმართება. მისაამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.


18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენას გახსნიან საქართველოში ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. ღონისძიებას დაესწრება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მისამართი: შალვა დადიანის 2/1. პრესასთან საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე – 555101040.


18:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. ადგილი: თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).


18:00 საათზე, „კონგრეს ჰოლში“ აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ვეტერანთა საქმეთა სამსახური ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. მისამართი: აღმაშენებლის გამზ. N61 საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი – 599139914N


მასალების გადაბეჭდვის წესი