ახალი ამბები

პროფკავშირი პერმანენტულ აქციებს აანონსებს

11 ივნისი, 2013 • • 971
პროფკავშირი პერმანენტულ აქციებს აანონსებს

აქციის მონაწილეები “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში მეორედ მოსმენისას განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

 

“მოვითხოვთ, რომ კოდექსი დატოვონ ისეთი, როგორიც პირველ მოსმენაზე იყო. მთავრობამ, პარლამენტმა და პროფკავშირმა მიაღწია შეთანხმებას, თუმცა ახლა ყველაფერს ცვლიან. მოვითხოვთ ზეპირი კონტრაქტების არარსებობას, ამოიღონ გათავისუფლების მიზეზებიდან ე.წ. ობიექტური გარემოებების მუხლი და არის ბევრი საკითხი კიდევ. ფატობრივად, კოდექსი არ იცვლება ისე, როგორც დასაქმებული ადამიანები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ,” – ამბობს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. 

პროფკავშირის აქცია პარლამენტთან
პროფკავშირის აქცია პარლამენტთან

გაერთიანებული პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი იობიძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში აქციებს პერმანენტულად გამართავენ:

 

“აქციის შინაარსი იგივეა, რაც იყო გუშინდელ აქციაზე. მოვითხოვთ, აუცილებლად შეიცვალოს ბოლოს მიღებული ცვლილებები. დააბრუნონ პირველ მოსენაზე მიღებული კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს პროფკავშირები ვაპირებთ პერმანენტულად აქციების გამართვას. უბრალოდ, პირველი მოსმენისას მიღებული კანონპროექტი იყო ამოსუნთქვის შესაძლებლობა დასაქმებული ადამიანებისთვის.”

 

პარლამენტმა 30 მაისს  ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი