ახალი ამბები

გიორგი თავდგირიძე: ქართული ბაზა ავღანეთში დაუცველია

10 ივნისი, 2013 • 1430
გიორგი თავდგირიძე: ქართული ბაზა ავღანეთში დაუცველია

თადარიგის პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს მიაჩნია, რომ ქართულ ბაზა დაუცველია და ამის გამო განხორციელდა ქართულ ბაზაზე თალიბების მეორე შეტევა. თავდგირიძის თქმით, ქართული ბაზა დაუცველია და სწორედ ამიტომ აარჩიეს იგი თალიბებმა თავდასხმისთვის. იგი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ბაზა ეთნიკური ფაქტორით შეერჩიათ.

 

“თალიბებს არ აქვთ რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტური მიზეზი მისთვის, რომ კონკრეტულად საქართველოს ჯიჰადი” გამოუცხადოს. ბაზებზე თავდასხმა ეს არ არის ეთნიკური ნიშნით თავდასხმა. ეს არის საბრძოლო ოპერაცია თალიბების მხრიდან. ეს არ არის ტერორისტული აქტი. საბრძოლო ოპერაცია ნიშნავს- შეაფასე ვითარება, დაზვერე, სადაც აღმოაჩინე, რომ ხელსაყრელია შენთვის, იქ განახორციელე შეტევა. როგოც მათ აქვთ ინფრომაცია, რომ ყველაზე სუსტია ქართული ბაზა, იმიტომ განმეორდა შეტევა.” 

 

პრაიმტიამის პრესკლუბში თავდგირიძის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ავღანეთში მოომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით უპირველესად პახუსიმგებლობა საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს ეკისრება და მან უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება და ეფექტურად გამოიძიოს მომხდარის მიზეზები.

 

“პირველ შემთხვავში [16 მაისი] იყო პასუხისმგებლობა მთლიანად გაერთიანებულ შტაბზე, მეორე შემთხვევაში [6 ივნისი]- თავდაცვის უწყებაზე, იმიტომ, რომ როდესაც ეს პრეცედენტი მოხდა, არავინ დაისაჯა შტაბიდან და არანაირი ღონისძიებები არ გატარდა. პასუხისმგებლობა მიდის ქვემოდან ზემოთ. თუ არ ისჯება უშუალოდ შემსრულებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ხელს აფარებს და ეს მართვის ვერტიკალი ძალიან ადვილი გასაკონტროლებელია,”– განაცხადა თავდგირიძემ. 

 

თავდგირიძეს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია. მისი თქმით, იგი აკეთებს დასკვნებს იმ გარემოებიდან, რომ ქართულ ბაზაზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა და არის მსხვერპლი. მისი თქმით, აუცილებელია თავდაცვის სამინისტრომ დროულად გამოიძიოს შემთხვევები. სამინისტროს გარდა იგი პრეზიდენტის პასუხისმგებლობასაც შეეხო.

 

მიხეილ სააკაშვილს, თავდგირიძის აზრით, ავღანეთში ყოფნის დროს  ქართულ ბაზაზე არსებული მდგომარეობა უნდა შეეფასებინა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ ბაზაზე მოხმდარი ტერაქტის მაპროვოცირებელი ფაქტორი არ იქნებოდა, თუმცა გარკვეულწილად თალიბების ყურადღება შესაძლოა მიექცია. 

 

“როცა უმაღლესი მთავარსარდალი ჩადის სამხედრო ოპერაციების ადგილზე, მან გარკვეული ინსპექტირებაც უნდა განახორციელოს. უნდა ჰყავდეს თან 2–3 მრჩეველი, რომლებიც შეაფასებინებენ, რა მდგომარეობაა ბაზაზე. ბოლო ვიზიტორი თანამდებობის პირებიდან იყო მიხეილ სააკაშვილი. მასზე დგას გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ბაზაზე მოხდა.”

 

თავდგირიძე არ იზიარებს მოლოდნს, რომ ჩრდილოკავკასიელმა ტერორისტებმა ტერაქტები მოაწყონ იქამდე მაინც, სანამ საქართველო და რუსეთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო უპრეცედენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

 

გარდაცვლილია  7 სამხედრო მოსამსახურე, თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი