ახალი ამბები

ირაკლი ალასანია უშიშრობის საბჭოს სხდომას დაესწრება

9 ივნისი, 2013 •
ირაკლი ალასანია უშიშრობის საბჭოს სხდომას დაესწრება

“თავდაცვის მინისტრი წინა უშიშროების საბჭოს ვერ დაესწრო მხოლოდ იმიტომ, რომ იმყოფებოდა ბრიუსელში, შესაბამისად, არანაირი პრობლემა იმისა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს თავდაცვის სამინისტრომ და მინისტრმა, რა თქმა უნდა, არ არის”– განუცხადა “რუსთავი 2″–ს  თავდაცვის მინისტრს მრჩეველმა ვაკო ავალიანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა  უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა მოიწვია:

 

“ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას”.– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

 

განცხადების თანახმად, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.

 

შეგახსენებთ, 5 ივნისს უკვე გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა. 

 

უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ–მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო თავად საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი