ახალი ამბები

ანონსი – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბერი, 2017 • 2051
ანონსი – 14 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 14 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


11:00 საათზე , ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაცია. მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის N84. საკონტაქტო: ნანა თოდუა – 557288053.


11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ქანთარიას ქ. N11ა.


11:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ რეკომენდაციებზე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: ასათიანის ქ. N9, თბილისი საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599120009.


12:00 საათზე, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს მოაწერენ ხელს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები ეთიკის კოდექსს ხელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერენ. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, ცენტრალური საარჩევნო კომისია.


14:00 საათზე, ქუთაისში სასტუმროში ,,ბაგრატი“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატებთან შეხვედრას გამართავენ და გააცნობენ საქართველოს კანონში ,,ადვოკატთა შესახებ“ დაგეგმილ ცვლილებებს, მოახდენენ სტაჟირების ახალი სისტემის, ადვოკატთა უმაღლესი სკოლის პრეზენტაციას. მისამართი: ქუთაისი, წერეთლის მე-2 ჩიხი №2ა. საკონტაქტო პირი: ირაკლი ყანდაშვილი – 599175075.


14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს გააცნობს. მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი N13.

მასალების გადაბეჭდვის წესი