“ძალიან გახშირდა თავდასხმები ჩვენს სამხედრო ბაზაზე. ისინი [თალიბანი] ქართველებსაც და არაქართველებსაც, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ნატოს მისიაში მონაწილეობენ, უყურებენ, როგორც მტერს. აქედან გამომდინარე, მტრის კანონებით გვემუქრებიან.”
ქუცნაშვილმა კომენტარი გააკეთა მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზარებასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც ავღანეთიდან ქართული სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის ან რაოდენობის შემცირების პროცესი უნდა დაიწყოს:
“ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების უარყოფას, ეს ჩვენი მძიმე, მაგრამ საერთაშორისო ვალდებულებაა. ერთი კი ფაქტია, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება ავღანეთში განთავსებულ ქართულ სამხედრო ბაზაზე”.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი 5 ივნისს youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოსა და 6 ივნისს ქართულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას შორის, ქუცნაშვილი პასუხობს: “გამიჭირდება რამე კავშირის დანახვა.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. გუშინწინ კი გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.