ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდის განცხადება ავღანეთში მომხდარ ფაქტზე

7 ივნისი, 2013 • • 965
რიჩარდ ნორლანდის განცხადება ავღანეთში მომხდარ ფაქტზე

“ძალიან დამამწუხრა დღეს ავღანეთში შვიდი მამაცი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ. ჩემი ქვეყნის სახელით გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, აგრეთვე, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს.

 

“ამ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რადგან ისინი ძლიერები არიან; იბრძვიან თავდაუზოგადავად და უშიშრად, ყველა ქართველისათვის დამახასიათებელი სიმამაცითა და გმირობით; იბრძვიან ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის ჯარის მხარდამხარ, როგორც მათი ტოლ-სწორნი, მეგობრები და ძმები; იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად”, – ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გენერალი ბრიდლავი, რომელიც ნატოში ამერიკული შეიარაღებული ძალების მეთაურია, დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ესაუბრა, გულწრფელად მიუსამძიმრა და დაუდასტურა საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა.

 

“გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ამ ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის: შეერთებული შტატები იმუშავებს საქართველოსა და ნატოელ მოკავშირეებთან ერთად ახალ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი