ახალი ამბები

youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოზე თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

6 ივნისი, 2013 •
youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოზე თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ვიდეოს, რომელიც დახლოებით 15 საათის წინაა ატვირთული, ინგლისური ტექსტი გასდევს, რომელიც მუქარის შემცველ მოწოდებებს შეიცავს საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეოში რამდენჯერმე ჩანს ქართული დროშა, ასევე ნაჩვენებია ავღანეთში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ჩანს ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების კადრები და ფოტოები, სადაც ქართველ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმა აცვიათ. ფოტოებს ჯარისკაცების სახელები და გვარებიც აწერია.

 

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი