ახალი ამბები

აბაშიძე: დავადასტურე სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა

5 ივნისი, 2013 •
აბაშიძე: დავადასტურე სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

 

“კარასინს ვუთხარი, რომ ვართ ღრმად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საოკუპაციო ზოლზე. ეს იწვევს უაღრესად სერიოზულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მთლიანად საქართველოში უარყოფითად აღიქმება ეს ყველაფერი და ეს ტოვებს უარყოფით კვალს ჩვენს დიალოგზე” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მისი თქმით, გრიგორი კარასინი დაპირდა, რომ ამ საკითხს რუსული მხარე შეისწავლის და ჟენევის  შეხვედრის ფორმატში საგნობრივად განიხილავს:

 

“კარასინმა  განაცხადა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან დამატებით და ჟენევის მოლაპარაკებებზე იქნება განხილული, მაშინ შედგება უფრო საგნობრივი და დეტალური საუბარი. რუსეთის მხარის განცადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროფსიული, ნათესაური და საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით.”

 

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღაში შეხვედრისას მან დაადასტურა, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ: “დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი