ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

10 ოქტომბერი, 2017 • 1604
გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლილმა მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით,  მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთაში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება, დუშეთში -ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში – ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში -ალექსანდრე ზაგაშვილი.

პრემიერის თქმით, შერჩეული კანდიდატები პროფესიონალები არიან და ისინი  მოსახლეობას პრობლემების  მოგვარებაში დაეხმარებიან.

„ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და, რაც მთავარია, მზად არიან, დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ პრობლემის მოგვარებაში. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, „ქართულ ოცნება“, განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ და რაც კეთდება ხალხისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი