ახალი ამბები

ივანიშვილი: მოსამართლეებს ხელფასი სერიოზულად გაეზრდებათ

5 ივნისი, 2013 • 1084
ივანიშვილი: მოსამართლეებს ხელფასი სერიოზულად გაეზრდებათ

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სასამართლო გავხადოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ეს კომისია არის ამისათვის ერთ–ერთი ნაბიჯი. ამასთან ერთად პარლამენტში მოხდება დამტკიცება, შეიცვლება საბჭო და ასე შემდგომ. ახალი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სასამართლოს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ბიუჯეტს ვიხილავთ 2014 წლის და ვცდილობთ და აუცილებლად განვახორციელებთ, რომ

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

სერიოზულად გაეზარდოთ ანაზღაურება მოსამართლეებს, სერიოზული პირობები შევუქმნათ მათ სოციალურ–ეკონომიკური, რომ არ ჰქონდეთ განცდა და მიდრეკილება იმაზე, რომ მოხდეს გადახრა რაიმე ტიპის და რაიმე ტიპის კორუფციას ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 5 ივნისს, სოციალ–დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი