ახალი ამბები

ფოტო ▶ თბილისის საკრებულოს დეპუტატების მანქანები აკრძალულ ადგილებში და გადაუხდელი ჯარიმები

10 ოქტომბერი, 2017 •
ფოტო ▶ თბილისის საკრებულოს დეპუტატების მანქანები აკრძალულ ადგილებში და გადაუხდელი ჯარიმები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, თბილისის საკრებულოს დეპუტატების განკარგულებაში მყოფი ავტომობილები შშმ პირებისთვის გამოყოფილ ან სხვა აკრძალულ ადგილებში გაჩერების გამო ხშირად დაჯარიმებულან, მათ შორის, არასამუშაო საათებშიც, ხოლო მათი ნაწილი ჯარიმასაც არ იხდის, რაც საკრებულოს დავალიანების სახით ეკისრება.

IDFI-მ თბილისის საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების პრაქტიკა შეისწავლა, საიდანაც 4 მნიშვნელოვანი პრობლემა გამოყო, რომლებიც აუცილებელ რეაგირებასა და დღევანდელი რეგულირებისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას საჭიროებს.

2010-17 წლებში თბილისის საკრებულოს ბალანზე არსებული ავტომობილების დაჯარიმების ფაქტები და მიზეზები © IDFI

2010-17 წლებში თბილისის საკრებულოს ბალანზე არსებული ავტომობილების დაჯარიმების ფაქტები და მიზეზები © IDFI

IDFI-ის განცხადებით, ის გარემოება, რომ თბილისში აქტუალური პრობლემა პარკირების ადგილებთან დაკავშირებით მოუგვარებელია, ნათლად გამოჩნდა უშუალოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკრებულოს წევრებზე განპიროვნებული ავტომანქანების სისტემური დაჯარიმებითაც: “შპს „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ანალიზი უჩვენებს, რომ ეს პრობლემა 2011 წლიდან დღემდე მოუგვარებელია მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა არის განთავსებული.”

საზოგადოებაში არაერთხელ გახმიანებულა კითხვები თბილისის საკრებულოს ავტოპარკის მოცულობასთან დაკავშირებით, რადგან 50-წევრიან საკრებულოში  პერსონალურად განპიროვნებული 31 ავტომობილია. ამასთან ერთად, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში აცხადებენ, დაჯარიმების პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ მათი გამოყენება, სავარაუდოდ, არასამსახურებრივი დანიშნულებითაც ხდება:

“აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საკრებულოს ავტოპარკის ოპტიმიზაციის საჭიროებას. ვფიქრობთ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკმარისი იქნებოდა არა განპიროვნებული, არამედ საერთო გამოყენების ავტოპარკის განკარგვა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საკრებულოს ადმინისტრაციულ ხარჯებსაც.”

IDFI-ის განცხადებით, თბილისის საკრებულოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაამკაცრონ საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების კონტროლი. ასევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, მათ უნდა უზრუნველყონ მძღოლების მიერ ჯარიმების დროული გადახდის კონტროლი, რადგან პრაქტიკაში ხშირია მძღოლების მიერ ჯარიმების გადაუხდელობის ფაქტები, რაც წლების განმავლობაში დავალიანების სახით ეკისრება დედაქალაქის საკრებულოს.

© IDFI

© IDFI

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობაში უნდა აისახოს სახელმწიფო ავტოპარკის არ სამსახურეობრივი მიზნებისათვის და არასამუშაო დროს გამოყენების პრევენციის მექანიზმები, უნდა შეიცვალოს და შესაბამისი დებულებები დაემატოს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურეობრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #279 განკარგულებას.

IDIF-ის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში შპს „სი-ტი პარკის“ მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების 304 ფაქტი ფიქსირდება, საიდანაც 9 შემთხვევაში „სი-ტი პარკმა“ ავტომობილის ევაკუირება მოახდინა და სადგომზე გადაიყვანა. მათი ინფორმაციით, საკრებულოს ავტომობილებზე გამოწერილი 304 ჯარიმიდან (ჯამში, 3,040 ლარის ოდენობით ჯარიმები) დღემდე გადაუხდელია 80 ჯარიმა, 51 ჯარიმის შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდის ვადის დაუცველობის გამო ავტომობილზე დაკისრებულია საურავები (საურავი 150 ლარის ოდენობით – ჯამში, 7,650 ლარი), რომელთაგან  დღეის მდგომარეობით 41 გადაუხდელია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ჯარიმების დეტალური ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზეც კი მოუწესრიგებელია. კერძოდ, საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი 263 ჯარიმიდან ნახევარი (131) სწორედ ამ ქუჩაზე ფიქსირდება.

© IDFI

© IDFI

© IDFI

© IDFI

© IDFI

© IDFI

© IDFI

© IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ჯარიმების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომობილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პარკირების ადგილასაც იქნენ დაჯარიმებულნი:

“მართალია, აღნიშნულ ავტომობილს, სავარაუდოდ, თავად საკრებულოს წევრი არ მართავს, თუმცა, შშმ პირთა პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილას განთავსებული თვალშისაცემი ნიშანი მძღოლთან ერთად ავტომობილში მჯდომ სხვა პირებსაც აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას, აღკვეთონ სატრანსპორტო საშუალების მსგავს ადგილებში გაჩერების ფაქტები. მით უმეტეს, საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობაა, იზრუნოს ქალაქის მასშტაბით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, რომელთა სარგებლობაში არსებული საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები 2014-2017 წლებში შშმ პირებისათვის განკუთვნილ ადგილას პარკირების გამო დაჯარიმდა:

© IDFI

© IDFI

თბილისის საკრებულოს წევრებზე განპიროვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც ჯარიმა, სავარაუდოდ, არასამუშაო დანიშნულებით გამოყენებისას იქნა გამოწერილი:

© IDFI

© IDFI

მასალების გადაბეჭდვის წესი