ახალი ამბები

ანონსი: 10 ოქტომბერი

9 ოქტომბერი, 2017 • 2186
ანონსი: 10 ოქტომბერი

09.50 სასტუმრო ,,ბილტმორში’’ გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი,  რომელსაც  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი გახარია და  ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი  მისასალმებელი სიტყვით   გახსნიან.


 

13:00 ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის​ ​
პრეზენტაციას „​​ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი).​


 

13:00 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა
სოფრომაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ფსიქიატრიის სტაციონარის პაციენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას დაესწრება.
მისამართი: ქავთარაძის ქ.#21ა, თბილისი
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009


 

14:00 სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩაატარებს პრესკონფერენციას. მედიასთან შეხვედრის თემაა 12 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რომელიც ეძღვნება მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის გასაჩივრებას.


​​14:00 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გიწვევთ განახლებული ვებგვერდის Chemikhma.ge პრეზენტაციაზე, რომელიც ამომრჩეველს თბილისის მერობის მისთვის სასურველი კანდიდატის შერჩევაში დაეხმარება.

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #61.


 

14:00 “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
ადგილი: საქართველოს პარლამენტი, “საქართველოს პატრიოტების” ფრაქციის ოთახი. მე-7 სართული
საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი 558 12 34 12


 

14:30 სწავლებას ზუგდიდში იუსტიციის სახლი და ორსანტიაში სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.
სლოგანით „იმოქმედე!“ იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება.


 

15:00 კასპში რესპუბლიკური პარტიის მერობის
კანდიდატის, ნათია ბახტაძის წარდგენა გაიმართება. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი, მერობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდებიან.
მისამართი: კასპი, გიორგი სააკაძის ძეგლთან, სკვერში.


16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ., სხდომას დაესწრება ოპოზიცია. ასევე ენმ-ს აქციაც გაიმართება.


 

18:00 2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება. კონკურსის ფარგლებში, ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წლის საუკეთესო მეცნიერებს დააჯილდოებს. ამასთან, გამოვლინდებიან ფოტოკონკურსსა და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.
ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მის.: უზნაძის 52

მასალების გადაბეჭდვის წესი