ახალი ამბები

ნოდარ ხადური: პრემიერის ინფორმირების გარეშე ქვეყანას არ ვტოვებ

5 ივნისი, 2013 • • 995
ნოდარ ხადური: პრემიერის ინფორმირების გარეშე ქვეყანას არ ვტოვებ

ეს განცახდება, ხადურმა მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა:”პრემიერმინისტრმა თქვა, ხადური არ ჩანს, ბევრს დადის. მე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრი ვარ და ვალდებული ვარ ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია მოვიზიდო. ჩემი ყველა ვიზიტი პრემიერმინისტრთან არის შეთანხმებული. უცხოეთში სამოგზაუროდ არ ვყოფილვარ.” 


“ნეტგაზეთის” კითხვას, რა შედეგები მოჰყვა ფინანსთა მინისტრის უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებს, რაზეც რამდენიმე კვირის წინ აქცენტი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, ხადურის შეფასებით, თითოეული ვიზიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“ფინანსთა მინისტრის ყველა ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მაგალითად, მე გამოვედი აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების ყოველწლიურ შეხვედრებზე. ორივე ამ ორგანიზიაციაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აუცილებელი იყო მისი იქ ჩასვლა თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ორივე ორგანიზაციაში გაუძღვა სხდომას. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მაგალითად, რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მშენებლობა იყო შეფერხებული, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით პრობლემა ერთ დღეში მოგვარდა და აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ტენდერიც გამოცხადებულია. იგივე ეხება EBRD-ს, ის საქართველოში 1,6 დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. საქართველოს პრემიერის ინფორმირების გარეშე ქვყენას არ ტოვებს.  მე მგონი, ცუდი ციფრი არ უნდა იყოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტებისთვის. ასე რომ, პრემიერმა ჩემს მოგზაურობებზე იხუმრა” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ შეცვლის ფინანსთა მინისტრი 2013  წლის მარტში  გაკეთებულ პროგნოზს, საქართველოში 2 მილირდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლის შესახებ, ხადური პასუხობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა ზაფხულში გააქტიურდება: 

“საინვესტიციო გამოცოცხლებას ზაფხულიდან ველოდებით. უახლოეს 3-4 წელში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე არის დღეს”.

ნოდარ ხადურის განცახდებით, ის არ იცნობს წინასწარ სტატისტიკას 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ.  

“ძალიან მალე ამოქმედდება თანადაფინანსების საინვესტიციო ფონდიც, რომლის მოცულობა სულ მცირე 5-6 მილიარდი დოლარი იქნება. ეს თანხა თავის მხრივ უზრუნველყოფს ამდენივე რაოდენობის ფინანსების მოზიდვას და, საბოლოო ჯამში, უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე  დღეს არის. ინვესტიციებთან დაკავშირებით პირველი კვარტლის მონაცემები ჯერ არ გავქვს, თუმცა საინვესტიციო გამოცოცხლება ზაფხულიდან დაიწყება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

რა შედეგებს ელოდება წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მაისის თვეში ზრდის ტემპი დაფიქსირდა და თუ პროცესი გაგრძელდა, აბსოლუტურად შესაძლებელია შესრულდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი  ეკონომიკური ზრდის 6- პროცენტიანი მაჩვენებელი.

 
“ველოდებით მაისის შედეგებს, პირველადი მონაცემები 16 ივნისს, ღამის 12 საათზე გვეცოდინება, როცა დღგ-ის გადამხდელი კომპანიების მიერ თავისი ბრუნვების დეკლარირების პროცესი დასრულდება. თუ ზრდის ტემპი გაგრძელდება, აბსოლუტურად შესაძლებელია, შევასრულოთ ჩვენი დაგეგმილი მაჩვენებელი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოდგომა უფრო აქტიური იქნება – სოფლის მეურნეობაში ველოდებით ზრდას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი