ახალი ამბებისამართალი

ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

9 ოქტომბერი, 2017 • 2913
ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ-ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი