ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცახდებას ავრცელებს.

“შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად დღეს საქართველოს 2 მოქალაქე გათავისუფლდა” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გორის რაიონის სოფ. ქვეშის მაცხოვრებლები, ავთანდილ და კახი ხადურები, რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის 27 მაისს უკანონოდ იყვნენ დაკავებულნი.








