ახალი ამბები

ანონსი – 5 ოქტომბერი

5 ოქტომბერი, 2017 • 2162
ანონსი – 5 ოქტომბერი

0:00 საათზე , “საქართველოს პატრიოტრა ალიანსის” სამგორის რაიონის კანდიდატის, ბეჟან გუნავას  სასამართლო გაიმართება ადგილი: ქ.თბილისი საქალაქო სასამართლო. საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი- 558123412


18:30 საათზე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გადაცემის ცერემონია გაიმართება. ცერემონიაზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.  ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება. ადგილი: თბილისის საკრებულოს შენობა.


პრესკონფერენცია “არგენტინის სახლი საქართველოში”, რომელიც ეძღვნება საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის კავშირის – MERCOSUR-ის ქვეყნების თანამშრომლობას სპორტში, კულტურაში, ტურიზმსა და ეკონომიკაში, გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე.


10:30 საათზე, პორტალ „კვირას“ კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი და მოსკოვის სახელმწიფო ცირკის – „ძმები ზაპაშნების“ წარმომადგენელები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.


11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599 72 65 65


11:00 საათზე, “თანასწორობის მოძრაობა” მთავრობის კანცელარიაში All Out-ის მიერ ლგბტ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად 38 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილ პეტიციას ჩააბარებს.


11:30 საათზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599 72 65 65


16:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღნისძიებას დაესწრებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი