ახალი ამბები

უმცირესობა უშიშროების საბჭოს შეკრებას მხარს უჭერს

3 ივნისი, 2013 •
უმცირესობა უშიშროების საბჭოს შეკრებას მხარს უჭერს

“მე მინდა მხარი დავუჭირო უმცირესობის სახელით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შედგეს უშიშროების საბჭოს სხდომა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი და შეჯერებული პოზიცია საკუთარი ინტერესების დასაცავად და უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ის პოზიციები, რომლებიც შეჯერებული იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იქნება ჩვენი სახელმძღვანელი პრინციპები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ჩვენ მზად ვიქნებით გამოვიყენოთ მთელი ჩვენი უცხოური კონტაქტი და კომუნიკაცია ამ ერთიანი, შეჯერებული სიგნალის გასაგზავნად ჩვენი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

პრეზიდენტმა შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის დარღვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ეროვნული უშიშროების ასბჭოს სხდომები განახლდეს. მან უმრავლესობას თანამშრომლობა შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი