ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ძალაშია

3 ივნისი, 2013 • • 1007
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ძალაშია

ამის შესახებ ჯალაღანიამ სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია, თუ არა გადაიხედოს სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი რუსეთის მხრიდან საქართველოს საოკუპაციო ზოლთან განვითარებული მოქმედებების ფონზე.

 

“სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გადაწყვეტილება საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო, რომელიც, მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი, არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა. ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ძალაშია. ინფორმირებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი,” – განაცხადა ჯალაღანიამ.

 

მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობის თაობაზე საზოგადოებაში მსჯელობა აქტუალური იქნება ოლიმპიადის გახსნამდე, ან იმ მომენტამდე, ვიდრე ეს შეიძლება დღის წესრიგში იდგეს:

 

“ისეთი ქმდებები რუსეთის მხრიდან, როგორიც ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ, ხელს არ უწყობს საზოგადოებაში კონსოლიდირებული მოსაზრების ჩამოყალიბებას არა მარტო სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის თაობაზე, არამედ რუსეთთან იმ ძალიხმევის, იმ მცდელობების გაგრძელებისა და შენარჩუნების თაობაზე, რომლის ინიციატივითაც საქართველოს მთავრობა გამოვიდა. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია არ გამწვავდება და პირიქით, დარეგულირდება საერთო ძალიხმევით, როგორც ჩვენი შიდა ძალების, ისე პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ჯალაღანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი