ახალი ამბები

ქუცნაშვილი: პრეზიდენტია უფლებამოსილი მოიწვიოს უშიშროების საბჭო

3 ივნისი, 2013 •
ქუცნაშვილი: პრეზიდენტია უფლებამოსილი მოიწვიოს უშიშროების საბჭო

საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილი დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხს შეეხო.

 

ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლებამ რამდენჯერმე უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა და ამ მოთხოვნას დღესაც აჟღერებენ. კონკრეტულად, ქუცნაშვილის განმარტებით, უშიშროების საბჭოს მოწვევის მიზანი არის ქვეყნის უსაფრთხოების  და საქართველოს პრეზიდენტის უცხოეთის ვიზიტების საკითხების განხილვაა.

 

“საზოგადოება მოკლებულია ნებისმიერ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებს, როგორია მათი დღის წესრიგი, რა შედეგით სრულდება ისინი და რა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ხდება. სამწუხაროდ, კონსტიტუციის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი მოიწვიოს უშიშროების საბჭო. ეს არის მისი პრეროგატივა. პრეზიდენტი ჯიუტდება და განზრახ უარს ამბობს თავისი კონსიტუციური უფლებმოსილების შესრულებაზე.”

 

ქუცნაშვილის გამარტებით, ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან, 7 თვის მანძილზე, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. პარლამენტარს აინტერესებს პრეზიდენტის დასაბუთება, თუ რატომ არ იწვევს უშიშროების საბჭოს.

 

პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვითარება გართულდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესი დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი