ახალი ამბები

თურქეთში საპროტესტო აქციების შედეგად 900 ადამიანზე მეტი დააკავეს

2 ივნისი, 2013 • • 981
თურქეთში საპროტესტო აქციების შედეგად 900 ადამიანზე მეტი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით დაკავებულთაგან ზოგიერთი გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენი სასამართლოს გადაეცემა. მისივე თქმით დაშავებულია 26 პოლიციელი და 53 მოქალაქე, ერთი მათგანი კი სერიოზულადაა დაშავებული. 

 

BBC–ის კორესპონდენტის განცხადებით, ბევრი ადამიანი დაიღალა მთავრობით, რომელსაც მათი თქმით, პიროვნული თავისუფლების წართმევა სურთ.  პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა შეთავაზა დემონსტრანტებს საუბარი, თუმცა კორესპონდენტის ცნობით დემონსტრაციას არ ჰყავს გამოხატული  ლიდერი.

 

კვირას ღამით იზოლირებული შეტაკებები იყო სტამბოლის ქუჩებში, მაგრამ  ატმოსფერო იყო მეტწილად მშვიდი იყო, პროტესტერების უმეტესობა სახლში წავიდა დასასვენებლად.  

 

შეგახსენებთ, გუშინ წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის პულივიზატორთან 36 საათიანი ბრძოლის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის მოედნიდან უკან დაიხია და ათასობით დემონსტრანტს სივრცის დაკავების საშუალება მისცა. დემონსტრანტები “”Gezi Park”–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედანის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და  ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს.  ასევე დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის და შესაძლოა მუზეუმის მშენებლობა.  პრემიერ–მინისტრ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა.

 

პროტესტის ესკალირება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დღევანდელი შეფასებებით ლოკალური პროტესტი, მასობრივ დემონსტრაციად იქცა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი