ახალი ამბები

ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

2 ოქტომბერი, 2017 • 3102
ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

BBC-ის ცნობით, ლას ვეგასში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმა 64 წლის სტეფან პადოკმა განახორციელა, რომელმაც პოლიციასთან დაპირისპირებისას თავი მოიკლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბადოკი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი იყო, თუმცა აშშ-ის პოლიცია აცხადებდა, რომ თავდამსხმელის ტერორიზმთან კავშირის ნიშნები არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, ლას ვეგასში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 58 ადამიანია გარდაცვლილი და ასობით დაშავებული.

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

ლას ვეგასში დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი – მათი ნაწილის მდოგმარეობა კრიტიკულია.

შეიარაღებული თავდასხმა მუსიკალურ ფესტივალზე, ლას ვეგასის ერთ-ერთ გადატვირთულ უბანში მოხდა, სადაც სასტუმროები, კაზინოები და სხვა გასართობი დაწესებულებებია განლაგებული.

ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელმა ათეულობით გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი ადამიანები პანიკამ მოიცვა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამედიცინო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები.

ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება გაავრცელა ლას ვეგასის აეროპორტის ადმინისტრაციამ, რომლის მიხედვითაც ფრენები შეიზღუდა. ისინი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, თვალი ადევნონ ფრენების შეცვლილ განრიგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი