ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს

3 ივნისი, 2013 • • 1193
მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე 4 ივნისს ვაშინგტონში აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრება, რომელიც საქრთველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

დავით ჯალაღანისა ინფორმაციით, მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს მირიამ საპიროს, რომლის დროსაც მხარეები აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან და აქტუალირ თემებს, მათ შორის, მაღალი დონის სავაჭრო-საინვესტიციო დიალოგთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინთან, რომელთანაც განიხილება საქართველოს და აშშ–ის სტრატეგიული თანამშროლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი საკითხები. 

 

დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრები კონგრესში, როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოში და ამერიკელ ექსპერტებთან. 

 

დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, ვაშინგტონის შემდეგ ფანჯიკიძის ვიზიტი ნიუ-იორკში გაგრძელდება:”5 ივნისს მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს, გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებში და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს შეხვდება. შეხვედრების მთავრი თემა საქართველო-გაეროს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში გაეროს როლი იქნება.”

 

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უმაღლეს წარმომადგენელებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილ მდგომარეობას განიხილავს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მოწყობის უკანონო ფაქტს, ასევე, საოკუპაციო ზონის საქართველოს მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის ფაქტს და  ამასთან დაკავშირებულ პროცესს და შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხს. 

 

ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან 30–მდე შეხვედრას გამართავს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი