ახალი ამბები

კახი კალაძეს ფეხბურთიდან აცილებენ

31 მაისი, 2013 • 2636
კახი კალაძეს ფეხბურთიდან აცილებენ

ფეხბურთის გულშემატკივრებმა დინამოს სტადიონზე შესვლა რვა საათზე დაიწყეს და გულშემატკივრების ნაკადი 9 საათის- მატჩის დაწყების შემდეგაც არ შეწყვეტილა. 

 

მოძრაობა წინამძღვრიშვილისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთიდან სტადიონამდე გადაკეტილი იყო. ავტომობილებს მოძრაობა გვერდითი ქუჩებით შეეძლოთ.

 

კახი კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრმა, საფეხბურთო კარიერა 2011 წლის 11 დეკემბერს დაასრულა. იგი თბილისის დინამოს, კიევის დინამოსა და მილანის “მილანის” საფეხბურთო კლუბებში თამაშობდა.

 

 

2012 წლის 25 ოქტომბრიდან კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

 

31 მაისს მის საპატივსაცემოდ გამართულ მატში კალაძის მეგობრების გუნდს მილანის გუნდი უპირისპირდება. მატჩში მონაწილეობენ:

მილანი: ვ.ფიორი, დ.სიმიკი, რუი კოსტა, ზ.ბობანი, ა. შევჩენკო, ს.როსი, ფლამინი, ჯ. ზამბროტა, გიუნი, ფ. ინძაგი, პ.მალდნი, სერჟინიო, რ.ჟუნიორი, მ. ამბროსინი, ვიერი, პანკარო, მ. ოდო, ა. კარბონე, იბოუ ბა, ა, ჯილარდინო. მწვრთნელი: ლანჩელოტი.

 

კალაძის მეგობრების შემადგენლობა: ზ. სტურუა, მ.შელია, დ. მუჯირი, ს.რებროვი, კ. კალაძე, ლ. კობიაშვილი, ლ. ცქიტიშვილი, შ. არველაძე, გ. ქინქლაძე, მ ასათიანი, უ. დავალა, ფ. კანავარო, ა. არველაძე, ა. იაშვილი, ა. ცვეიბა, ა. ჰუსინი, ჰ. სუკური, გ. დემეტრაძე. მწვრთნელები: ა. ჩივაძე, ფათი ტერიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი