ახალი ამბები

საგანელიძე ყოფილ მთავრობის სახლზე: შეიძლება დემონტაჟი მოხდეს

31 მაისი, 2013 • • 1107
საგანელიძე ყოფილ მთავრობის სახლზე: შეიძლება დემონტაჟი მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ დასკვნა საგანგაშოა:

 

“ნამდვილად საგანგაშოა ეს დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში უნებართვოდ შენდება პარლამენტის შენობა, რომელზეც დაახლოებით 75 მილიონი დაიხარჯა. ეს თანხა ზოგი კრედიტის სახით არის აღებული, ზიგიერთი კი საერთოდ გაუგებარია, საიდან შემოვიდა. რაც ყველაზე მთავარია, ამ შენობაზე ნებართვები საერთოდ არ არის აღებული. როცა ასეთი რაიმე ხდებოდა ქვეყანაში პარალმენტის შენობაზე, უკვე გასაგებია, რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი საერთოდ.”

 

მისივე თქმით, შეიძლება პარლამენტთან არსებული ყოფილი მთავრობის სახლის დემონტაჟი განხორციელდეს:

 

“რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ახლა ვერ გიპასუხებთ, ეს სერიოზული დაფიქრების საგანია და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მაგრამ საგანგაშოა ის, რომ პარალმენტის შენობის გვერდზე, მთავრობის შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ შენობა არ არის მყარი და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებებლი, ან შეიძლება საერთოდ დემონტაჟი მოხდეს. პარლამენტის შენობაზე ჯერ-ჯერობით ვერ წერენ, რომ ეს არის მდგრადი შენობა, მაგრამ ვერც იმას წერენ, რომ შენობას საფრთხე ემუქრება და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. შემაშფოთებელია ის, რომ პარალმენტის შენობა აბსოლუტურად უნებართვოდ და პროექტის გარეშე აშენდა, პროექტი თანდათან მშენებლობის პროცესში კეთდებოდა.”

პარლამენტი და მთავრობის სახლი
პარლამენტი და მთავრობის სახლი

ქუთაისის ყოფილი მერი, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ არამიზნობრივ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია:

 

“პარლამენტის მშნებელობისთვის გამოყოფილი თითოეული ლარი, თეთრი თუ ცენტი მიზნობრივად იხარჯებოდა. ჯერ არ გავცნობივარ აუდიტის სამსახურის დასკვნას და არ შემიძლია ოპონირებაში შესვლა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ლარი, თეთრი და ცენტი, რაც გამოიყო, მშნებელობისთვის მიზნობრივად დაიხარჯა და რაიმე სახის დარღევევბს არ ჰქონია ადგილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი