წარმოგიდგენთ 2 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
09:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24ა, იუსტიციის სამინისტრო.
11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მაია გიორგაძე და საქართ
14:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე ” თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკა”.
14:00 საათზე, ქ. თბილისის მერიასთან გაიმართება “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, სადაც გააპროტესტებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით მიღეულ გადაწყვეტილებებს.
15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება პრესკონფერენცია და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოპერის თეატრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის.