ახალი ამბები

სესხებით აგებული პარლამენტის შენობა ქუთაისში

31 მაისი, 2013 • • 1723
სესხებით აგებული პარლამენტის შენობა ქუთაისში
აუდიტის ანგარიშის თანახმად, “ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ნებართვის გარეშე განხორციელდა, პარლამენტის შენობა გასაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. მისი მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს“.
 
 
გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  არ ჩატარებულა V კლასის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასება შემდეგ საკითხებზე: ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტურქციების საექსპერტო შეფასება, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება,  დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო შეფასება.
 
რაც შეეხება ფინანსურ წყაროებს, “პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების წყაროს მთავრობის, პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი თანხები, აღებული სესხები, ქონების გაყიდვით და იჯარიდან მიღებული სახსრები, ასევე, „ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან“ მიღებული სესხი წარმოადგენს.” ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს შპს“ მენო ინტერნეიშენელი“ ახორციელებდა.”
 
 
დოკუმენტების თანახმად, პარლამენტის მშენებლობისთვის მთავრობის განკარგულებებით გაწეულმა ხარჯმა  73, 757, 930 ლარი შეადგინა.
 
 
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” კაპიტალის გაზრდის მიზნით სარეზერვო ფონდიდან 209 720 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, “ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან”  11%-იანი განაკვეთით აღებულია სესხი 15 000 000 აშშ დოლარის და 13 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. კორპორაციამ აღნიშნული სესხი გასცა 2012 წლი 16 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 00 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებით მოზიდული სახსრებიდან.
 
 
“სახელმწიფო მომსახურების ბიურომ” ფინანსთა სამინისტროსგან 2%-იანი განაკვეთით მიიღო 17 697 109 ლარის სესხი.
 
 
გარდა ამისა, თანხები მოზიდულია ქონების გაყიდვის შედეგად. კერძოდ, 2012 წლის 31 დეკემბრამდე სულ რეალიზებულია ბიუროს კაპიტალში რიცხული 100,289,082 ლარის ღირებულების ქონება, საიდანაც შემოსავლების სახით მიღბულია 194, 073, 534 ლარი.
 
 
პარლამენტის მშენებლობაზე შესრულებული სამუშოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა. თუმცა, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სამსახურის მიერ ინსპექტირება მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. 
 
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის თქმით, პარლამენტის მშენებლობაზე ხარჯები არამიზნობრივად იყო დახარჯული:
 
 
„პარლამენტის ხარვეზები ჩვენ თავის დროზე განვიხილეთ, ეს იყო არამიზნობრივი ხარჯვა, უფლებამოსილი პირის მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, დღესაც დაუდგენელია პროექტი და არ არსებობს პროექტი, ჩაუბარებელია ეს შენობა, სათანადო ნებართვა თავის დროზე არ იყო გაცემული უფლებამოსილი პირის მიერ და ა.შ. ბვერი რამე დადასტურებული იქნება, დარწმუნებული ვარ. დასკვნას არ ვიცნობ, მაგრამ საქმეს ვიცნობ, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის მერიას აქვს ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული იმიტომ, რომ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სასწაულად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი