ახალი ამბები

ევროპული საქართველო 1 ოქტომბერს პუშკინის სკვერში აქციას გამართავს

30 სექტემბერი, 2017 • 2664
ევროპული საქართველო 1 ოქტომბერს პუშკინის სკვერში აქციას გამართავს

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” ხვალ, 1 ოქტომბერს, პუშკინის სკვერში აქციას გამართავს.

ელენე ხოშტარიამ, “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

“გუშინ საკრებულომ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა საკუთარი ეზოს გაფართოება, ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის, რომ ამ ადგილას აშენდეს შენობები. ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადასაცემად, რომ წაგვართვან ჩვენ, თბილისელებს ჩვენი კუთვნილი ადგილები. მან არ იკმარა 397 000 მ2, რომელიც ქალაქს წაართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ასეთივე უკანონო მორჩილებით. ამ გუნდისთვის, კალაძისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, კანონი არის მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა და არა უზენაესი წესი ჩვენს ქალაქში ცხოვრების. ზუსტად ასე. მან ქალაქის შუაგულში, პუშკინის სკვერში, გადაწყვიტა  თავის სასტუმროს მოუწყოს 1900 მ2-ზე პარკინგი. წერილში მოითხოვა, რომ ერთ ლარად ქალაქმა მას გადასცეს პარკინგი იმიტომ, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამას შევეგუოთ. “ევროპული საქართველო” მოუწოდებს ყველას, ხვალ, 6 საათზე პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ქალაქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება კანონის მიმართ და ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ ოდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები, ვინმემ ოდესმე ასე გადაუსვას ხაზი კანონს. მთავარი პასუხი კალაძის კორუმპირებულობაზე, კალაძის ბიზნესინტერესეზე, რომელიც იბრძვის ამ ბიზნესინტერესების ინსტუმენტებისთვის, რომელიც იბრძვის, რომ კიდევ მეტის მიტაცება შეძლოს.მთავარი “არა!” ამ დამოკიდებულებას იქნება 21 ოქტომბერს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპულმა საქართველომ” აქცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დააანონსა. გუშინ, 29 სექტემბერს, საკრებულომ მხარი დაუჭირა თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლას, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

გუშინ საკრებულომ მიიღო მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც 4 700 მ2-ის ფართობს მიწის ნაკვეთს შეუცვალა ზონალური სტატუსი, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მშენებლობა. საქმე ეხება “თაბორი რიზორთსის” 40 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნავკეთს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს. ორივე მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი