პროექტის მიზანი იყო წამყვანი უცხოური საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების და ზოგადად, გერმანელი საზოგადოებისათვის ქართული კულტურის წარდგენა. გარდა ამისა, ამ პრეზენტაციით საფუძველი ჩაეყარა თიბისი ბანკისა და DEG-ის ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც DEG-ი გეგმავს თბილისში, თიბისი არტ გალერეაში გერმანული კულტურის წარდგენას.  

 

DEG-ის საგამოფენო სივრცეში შედგა ქართული კულტურის – თანამედროვე მხატვრობისა და ტიხრული მინანქრის გამოფენა, რომელსაც თან ახლდა ქართული ნაციონალური ატრიბუტიკა:  ქართული ეთნო-მუსიკა, ნაციონალური კოსტიუმები, ქართული ღვინო „შატო მუხრანისგან“ და ფოკის მონასტრის მიერ წარმოებული ქართული ყველი…  

 

80-იანი წლების ქართველი მხატვრები ზურაბ ნიჟარაძე, მამია მალაზონია, გია გუგუშვილი, სანდრო დალაქიშვილი, ირაკლი სუთიძე, ნინო ფხალაძე … თანამედროვე არტისტები: თუთუ კილაძე, დუსელდორფის ხელოვნების აკადემიის სტუდენტები, გურამ შავდია და მარიამ ოდიშელიძე – ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ნამუშევრებსაც  DEG-ის საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა. აქვე იყო წარმოდგენილი გალერეა „ორნამენტის“ მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნამუშევრები.  

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, DEG-ის ხელმძღვანელები, თიბისი ბანკის აქციონერები და დამფუძნებლები.  

 

გაწეული დახმარებისათვის, თიბისი ბანკი მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს გერმანიაში.   

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *