ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: როსტომ სოსიაშვილის გათავისუფლების საკითხი მალე გადაწყდება

30 მაისი, 2013 •
პაატა ზაქარეიშვილი: როსტომ სოსიაშვილის გათავისუფლების საკითხი მალე გადაწყდება

ამის შესახებ განცახდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. 

 

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

მინისტრის განცხადებით, როსტომ სოსიაშვილის გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები ორ დონეზე მიმდინარეობს.

 

“ამ პროცესში ჩართულია შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო და ევროკავშირის მონიტორინგის მისია. შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ოსურ მხარესთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და გააჩინია პირადი კონტაქტები. პროცესში ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე, დაახლოებით იმავე ვადებში, როგორც სხვა უკანონოდ დაკავებულებისა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა როსტომ სოსიაშვილი 29 მაისს დააკავეს.

 

ზაქარეიშვილის განცხადებით, საზღვრის გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ საინჟინრო ნაგებობის მოწყობის შედეგად შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. 

 

სამუშაო ჯგუფში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად იმუშავებს, რეინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.         

 

”ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზარალებულია დაახლოებით 80 ოჯახი. სამუშაო ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში ეწვევიან გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებს, მიყენებულ ზარალს ადგილზე შეისწავლიან, რათა დავსახოთ ღონისძიებები, რომლებითაც მოსახლეობას საკუთარ სახლებში ღირსეულად ცხოვრების პირობებს შევუქმნით”, –  განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი