ახალი ამბები

ვარსკვლავების მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია – კალაძე თამაშობს

28 სექტემბერი, 2017 • 3538
ვარსკვლავების მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია – კალაძე თამაშობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, 29 სექტემბერს თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. საიაში განგვიმარტეს, რომ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამშებს.

ცნობილია გუნდების სრული შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

„GFF XI”

  • მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი;
  • მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე;
  • ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი;
  • თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი.

„მსოფლიოს XI”

  • მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა;
  • მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო;
  • ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე;
  • თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.
საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა. ფოტო: GFF

საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა. ფოტო: GFF

29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). ფედერაციის განმარტებით, ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

კახა კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ მას სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტავენ, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევს, თუმცა კახა კალაძე ხვალ მაინც ითამაშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი