ახალი ამბები

მაჭავარიანი: არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი შეხვედრები

29 მაისი, 2013 • • 1256
მაჭავარიანი: არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი შეხვედრები

“ნაციონალურ მოძრაობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა, დღეს ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ. პარტიის გენერალური მდივანი [ვანო მერაბიშვილი] მდივანი ერთი კვირაა დაჭერილია და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენ ორდინალურად ვერ ვიმუშავებთ, ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი შეხვედრები. ყველა საკითხზე ვმსჯელობთ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით და რა საკითხებზე იქნება ჩვენი აქტიურობა პარლამენტში”, – განაცხადა მან.

 

მაჭავაირანის თქმით, ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მასობრივად მიდის მთავარი ოპოზიციური ძალის, ნაციონალური მოძრაობის განადგურება, პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ასეთი შეხვედრები კვირაში, შესაძლოა, რამდენჯერმეც გაიმართოს.

 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთხებში ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი