ახალი ამბები

სოხუმში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 2 პირი გაასამართლეს

29 მაისი, 2013 • • 1473
სოხუმში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 2 პირი გაასამართლეს

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯემიკო ოკუჯავასა 13 წლით, ხოლო ოთარ ჯღარკავას 11.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სოხუმი
სოხუმი

მათ სასჯელი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უნდა მოიხადონ.

როგორც lenta.ru წერს, ოკუჯავა და ჯღარკავა გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებნი არიან და ისინი სამართალდამცავებმა 2012 წლის მარტში, რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად.

დე–ფაქტო აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოკუჯავამ და ჯღარკავამ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2011 წლის თებერვალში დაიწყეს, კერძოდ, ისინი გადაიბირა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიორმა კობა თოდუამ. თოდუამ ორივე პირს დაავალა აფხაზეთში ФСБ-ს სასაზღვრო ძალების თანამშრომლებთან დაახლოება. აფხაზი სამართალდამცავებისვე ცნობით, მესაზღვრე, რომელიც მათ გადაბირებაში მონაწილეობდა, სარგებლობდა მეტსახელით “Кот”, თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდება. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული პირები ქართულ მხარეს აწვდიდნენ ინფორმაციას აფხაზეთ–საქარართველოს ადმინისიტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარების, რადიოსიხშირეებისა და თანამშრომლების შესახებ. 

lenta.ru–ს ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დე–ფაქტო აფხაზეთში მცხოვრებ პირებს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასამართლებენ. მაგალითად, 2009 წელს დე–ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეს, 40 წლის დიანა შედანიას 19–წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების ცნობით, მას ქართული მხარისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა დავალებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი